დავით ბაქრაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პარტიის ლიდერებთან ერთად აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან” აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შიდა და გარე საფრთხეებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, პარტიის საარჩევნო პროგრამაზე.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეოკუპაციის საკითხების მოსაგვარებლად დავით ბაქრაძესა და აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის ფორმატშიც პერიოდულად გაიმართება.

„აფხაზთა კრების წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმაა“, – აცხადებენ პარტიაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს