თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ფრანკფურტში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი 9 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. ვიზიტი 11 ოქტომბერს დასრულდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს