დავით ბაქრაძე - აღარავის უნდა ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას უნდა აქედან ამოსვლა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურჯაანში შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამის პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, 28 ოქტომბრის მნიშვნელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„აღარავის უნდა ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას უნდა უძრაობიდან და ჭაობიდან ამოსვლა, ოღონდ უძრაობიდან და ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ აბსოლუტურად მშვიდობიანად, ყველგვარი შურისძიების, ყოველგვარი არეულობის, ყოველგვარი წარსულის დაბრუნების გარეშე. ჩვენ უკან არ მივდივართ, ჩვენ წინ მივდივართ და ჩვენი მომავალი უნდა ავაშენოთ. რაც უფრო მკაფიოდ ვიტყვით, რომ მომავალი თავისუფალია შურისძიებისგან, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რაც უფრო მკაფიოდ ვიტყვით, რომ მომავალი თავისუფლია არეულობისგან და რევანშისგან, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ცვლილებებს. ეს არ უნდა მთავრობას, მთავრობას უნდა კიდევ ერთხელ ხალხს არჩევანი გააკეთებინოს ცუდს და უარესს შორის. ერთ მხარეს არის ჭაობი და უძრაობა, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ და ამისი ალტერნატივა თურმე არის არეულობა და შურისძიება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა რომელმაც უნდა თქვას - არა! ჭაობში არ ვიქნებით, აქედან ამოვალთ და ქვეყანას წინ წავიყვანთ, მშვიდად, მშვიდობიანად. არც ერთი ადამიანი არ დაზარალდება, არც ერთი ადამიანი არ დაზიანდება. ეს არის სწორედ ჩვენი ამოცანა ქვეყანას მოვუტანოთ მშვიდობიანი ცვლილებები. საიმედო ხვალინდელ დღეს უნდა მისცეს ხმა ადამიანმა, რომელიც მივა არჩევნებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს