ნანა კაკაბაძე - მაინტერესებს,  ვინ და რით გადაიხდის იმ კომპენსაციას, რომ ადამიანს საჯარო სივრცეში შეულახეს პატივი და ღირსება

მაინტერესებს ვინ და რით გადაიხდის იმის კომპენსაციას, რომ ადამიანს საჯარო სივრცეში შეულახეს პატივი და ღირსება, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც მან ლევან ყიფიანთან დაკავშირებით გავრცელებული აუდიოჩანაწერების საკითხზე ისაუბრა.

კაკაბაძეს არ სჯერა, რომ ვინმე ლევან ყიფიანს ისე მოექცა, როგორც ეს ჩანაწერებშია აღწერილი, თითქოს გაიტაცეს და სარდაფში გამოკეტეს, თუმცა, მისი თქმით, ეს სიმართლეც რომ იყოს, არავის აქვს უფლება, აღნიშნული ფაქტები საჯარო სივრცეში გამოიტანოს განსახილველად.

„მე ამ ქვეყანაში ჩემი საქმიანობა70-იანი წლებიდან დავიწყე ადამიანის უფლებათა დაცვით და გავაგრძელე დღევანდელ დღემდე. ვფიქრობ, ეს ისტორია მართალიც რომ ყოფილიყო, თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება, ლევანისთვის ეს ვინმეს გაებედა და გაეკეთებინა, ასეც რომ იყოს, არავის აქვს უფლება ასეთი პერსონალური ინფორმაციები, ღირსებისა და პატივის შემლახავი ინფორმაციები გამოუფინოს საჯარო სივრცეში. თავისთავად ამის გაკეთება ნებისმიერი ტელეკომპანიის თუ დაინტერესებული პირის მხრიდან, ნიშნავს, რომ მან გადალახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლისთვისაც მე და მგონია, ეს საზოგადოება გახდა დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს ადამიანები დგანან იმ ღირებულებებზე, რომლის დაცვაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის კულუარული გარჩევები, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და რომელიც ამაზრზენია. კარგად ვიცნობ ლევანს, მის ოჯახს და ნამდვილად ვიცი ის სტრესი, რომელიც მისმა ოჯახმა ამის შედეგად მიიღო. მაინტერესებს, ვინ გადაიხდის იმ კომპენსაციას, თუნდაც რომ დამტკიცდეს რომ ეს ასეა, ვინ და რით გადაიხდის იმის კომპენსაციას, რომ ადამიანს საჯარო სივრცეში შეულახეს ღირსება და პატივი. ამ ხელისუფლებას მინდა ვკითხო, რომელიც უნდა წარმოადგენდეს თეორიულად, ლევანის მხარეს, დააყენა ეს საკითხი?! შეტანილია სარჩელი?!“, - განაცხადა კაკაბაძემ.

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებს. ყიფიანმა აღნიშნულ საკითხზე ჩვენება უკვე ორჯერ მისცა.

იხილეთ ვიდეო: "100%-იანი სიმართლე თუ დადგმული სპექტაკლი?" - ნანა კაკაბაძე მიმდინარე პროცესებს აფასებს

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია