კომპანია „ალფა“  ელიავას ბაზრობის დაზღვეულ მოქალაქეებს დანაკარგს აუნაზღაურებს

ბაზრობას, ადმინისტრაციას და თითეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ ელიავას ბაზრობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიის ბენეფიციარი 63 მეწარმეა.

„ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეული. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა მოტივირებულია, რომ ყველა ის დანაკარგი რაც ამ შემთხვევით დაუდგათ, თითეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აანაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შეესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამ ბაზრობაზე ჩვენი ბენეფიციარი არის 63 მეწარმე, თავად ბაზრობა მისი ტერიტორიაც დაზღვეულია თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად, ბაზრობას, ადმინისტრაციას და თითეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს“, - განაცხადა კახაბერ დიასამიძემ.

აგლაძის ქუჩაზე, „ელიავას“ ბაზრობაზე ხის მასალების მაღაზიებს ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს