სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია

არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს.

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ, მე მზად ვარ, ამის შესახებ არამხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს