ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა

ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საპატიო კონსული ალექსანდრა ჩიხლაძე წარუდგინა. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ქ. ლვოვსა და ქ. ჩერნიგოვში საქართველოს საპატიო საკონსულოების გახსნა იგეგმება, რაც მორიგი ნათელი მაგალითი იქნება საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარებისა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა ოლგა ჩუბრიკოვამ და ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულმა ალექსანდრა ჩიხლაძემ.

ცერემონიას ესწრებოდნენ ხარკოვის ოლქისა და ქ. ხარკოვის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს