„ფერმერთა ასოციაცია“ - მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა საქართველოს ძვირი უჯდება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა საქართველოს ძვირი უჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკის გათვლებით, შრომისუნარიანი ქალების მეტი აქტიურობის შემთხვევაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 12%-ით მეტი იქნებოდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ხუთიდან ერთი ქალი უმუშევრობის მიზეზად მისი მეუღლის სურვილს ასახელებს.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალთა ეკონომიკური პასიურობის მიზეზები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოიკვლია. საქართველოში ხუთიდან ერთი უმუშევარი ქალი ამბობს: მის მეუღლეს არ სურს, რომ ის მუშაობდეს. მაშინ, როცა კაცების შემთხვევაში ანალოგიური სურვილი 50 ქალიდან ერთ ქალს აქვს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, გამოკითხული ქალების თითქის ნახევარი ამბობს მათი უმუშევრობის მიზეზი საოჯახო საქმეებია. მაშინ, როცა კაცები სამსახურთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ოჯახურ ფაქტორებს იშვიათად ასახელებენ. როგორც კვლევიდან ირკვევა, ქალები საოჯახო საქმეებისთვის კვირაში 45 საათს ხარჯავენ, რაც სრული სამუშაო განაკვეთის ტოლფასია. კაცები კი მსგავს საქმეებზე კვირაში 15 წუთს ხარჯავენ.

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი განათლება უფრო მეტი ქალს აქვს ვიდრე კაცს, მაგრამ უმაღლესი განათლების მქონე ქალების 40 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია. კვლევის მიხედვით, ოჯახებში, სადაც ქალები არ მუშაობენ, უფრო ხელმოკლედ ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში საქართველოს შრომის ბაზარზე, ქალების მონაწილეობა კაცებზე 29 პროცენტზე ნაკლებია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფერმერთა ასოციაციის ცნობით, ქალების ეკონომიკურად არააქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი ანაზღაურებაა. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალები კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ.

„კვლევა ასევე ამბობს, რომ ქალები საქართველოში ნაკლებად მოიაზრებიან ლიდერებად. მაშინ, როდესაც კვლევის ძრითადი დასკვნის მიხედვით, კომპანიები, სადაც მენეჯერების პოზიციას უმეტესად ქალები იკავებენ, უფრო პროდუქტიულები არიან.

არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ კომპონენტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 50 ქალი შეირჩა, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას დასავლეთ საქართველოში ახორციელებენ.

ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო