„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  უზნაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს - ახალ ქსელზე გადაერთებას კომპანია ხვალ, 12 ოქტომბერს განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 ოქტომბერს 13:00 საათიდან, 13 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: უზნაძის, ჩხეიძის, დგებუაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება