გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდება 933 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური.

11:30-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 640 აბონენტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, სიონი და მიმდებარე სოფლებში.

ხოლო 11:30-დან 18:30 საათამდე დროებით გაითიშება 124 აბონენტი დუშეთის მომსახურების ცენტრის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს