თსსუ-ში  სისხლის უანგარო დონაციის აქცია  გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტები სტუდენტებისათვის". ჯგუფის სლოგანია ,,გაიღე სისხლი - შენთვის წვეთი სხვისთვის სიცოცხლეა!”.

11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ნაციონალური სისხლის ბანკის 2 ბრიგადა გამოცხადდა. მთლიანობაში 55 ადამიანმა გაიღო სისხლი. დონორთა უმეტესობას თსსუ-ის სტუდენტებს წარმოადგენდნენ. სისხლი ასევე ჩააბარეს თსსუ-ის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

ორგანიზატორთა მთავარი მიზანი სისხლის ჩაბარების მნიშვნელობის ხაზგასმა და უანგარო დონაციის პოპულარიზაციაა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს