თემაზე “შეაჩერე ტკივილი” შეხვედრა გაიმართება

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 12 ოქტომბერს, “შეაჩერე ტკივილი” შეხვედრა გაიმართება, სადაც ტკივილის მართვის ექსპერტები საზოგადოებას გააცნობენ ანგარიშს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის მიზანია ქვეყანაში გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე (ოპიოიდებზე) ხელმისაწვდომობა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ტკივილით იტანჯებიან და სხვა ჯგუფის პრეპარატები ვერ ახდენენ ტკივილის კუპირებას. ამასთან, შეხვედრაზე ქვეყნის წამყვანი ალგოლოგები ( ტკივილის მართვის ექიმები) და პალიატიური მზრუნველობის სფეროს სამედიცინო პროფესიონალები, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრებენ.

„13 ოქტომბერს მსოფლიო პალიატიური მზრუნველობის დღეს აღნიშნავს. ერთად მოვაგვაროთ, ტკივილის მართვის პოლიტიკაში არსებული პრობლემები!“, -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძება 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „რადისონში“ გაიმართება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს