რუსთავში ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, იაღლუჯისა და გორის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს

ქალაქ რუსთავში ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, იაღლუჯისა და გორის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში ბეტონის საფარი იგება.

ყაზბეგის ქუჩაზე გზის საფარის დაგების სამუშაოებს დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის მერის მოადგილეები: დავით კეკელიძე და ბესიკ ტოგონიძე ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის მერიის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მათ იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია აპრილში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა-ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.

ჯამში ბეტონის გზის საფარი 20 438 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, 1 821 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს. პროექტისთვის 1 მლნ 407, 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს