ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია, რომელიც ბოინგის დეტალებს უშვებს

ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია. ყოფილი მთავარი პროკურორის ბიზნესსაქმიანობაზე მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ისაუბრა. ადვოკატის თქმით, Elbit-ის პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა.

„არის ერთ-ერთი კომპანია Elbit-ი, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ-ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ს ჯერ არ დაუწყია. სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მაისში დასრულდა. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია, რომელიც ბოინგის დეტალებს უშვებს

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს