მსოფლიო საპატრიარქო კიევის პატრიარქ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია“, - აღნიშნა პოროშენკომ.

ამასთან, უკრაინული გამოცემა „ლიგა“ წერს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი განაგრძობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების პროცედურას. ამის შესახებ, სტამბოლში, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს და მთავარეპისკოპოს მაკარის ანათემა მოუხსნა და აღნიშნა, რომ კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის საპატრიარქოს უკანონოდ გადაეცა.

„მსოფლიო პატრიარქს, როგორც პირველს თანასწორთა შორის, სურს დაუბრუნოს თავისი კანონიკური უფლება და დააბრუნოს (უკრაინის) ეკლესია კონსტანტინოპოლის მმართველობაში“, - განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

ფანარზე უკრაინა ეკლესიებისა და მონასტრების უკანონო მიტაცების შესახებ გააფრთხილეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს