ტაქსით მომსახურების ლიცენზია რამდენიმე ათეულმა ქალმა  მძღოლმაც აიღო

თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემულ ნებართვებს, დღეის მდგომარეობით, 18 030 ლიცენზიაა გაცემული.

რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ 200-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.

ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება