ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ მერიაში დაუდასტურეს. მათი თქმით, თოფურიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

,,ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილებაა. ირაკლი ყველას ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა, პატივისცემით ვიღებთ მის გადაწყვეტილებას. ის ძალიან დაგვაკლდება ყველას, როგორც კარგი პროფესიონალი. მან ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, რათა ის პრობლემური დარგები, რაც მას ებარა, წინ წამოეწია“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.

ირაკლი თოფურია ფოთის მერის მოადგილედ გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგს კურირებდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს