სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე - საარჩევნო სიიდან 8000 გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთ

ვერც ერთი გარდაცვლილი პირი ვერ მოხვდება სიაში, რომლის გარდაცვალების შესახებაც სახელმწიფოს ინფორმაცია გააჩნია, - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საარჩევნო სიებში გარდაცვლილი პირების მოხვედრასთან დაკავშირებით.

„საუბარი შეიძლება იყოს მათზე, რომლებიც გარდაიცვალნენ საზღვრებს გარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო პროაქტიურად გასწევს სხვადასხვა ღონისძიებებს. 20 000-მდე სავარაუდო მისამართზე განხორციელდა ადგილზე გასვლა, ჩატარდა საველე სამუშაოები იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება მოგვეხდინა და საარჩევნო ერთიანი სიიდან ამოგვეღო. დადასტურდა და სიიდან 8000 გარდაცვლილი ადამიანი ამოვიღეთ. ასევე საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, რომ გარდაცვალება დარეგისტრირდეს ისეთი მარტივი საფუძვლით, როგორიც არის საბაჟოზე გარდაცვლილი პირის გადმოსვენება“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს