საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით "თბილისი მოლში" კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით "თბილისი მოლში" კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა 10-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო.

ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა სხვადასხვა სახის გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. "თბილისი მოლში" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა იმიტირებული სამაშველო ოპერაცია მოაწყვეს, ასევე სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მეხანძრე-მაშველების ტექნიკა და მათი სრული აღჭურვილობა.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

„მთელს მსოფლიოში აღინიშნება კატასტროფის რისკის შემცირების დღე, რომელიც მნიშვნელოვანი დღეა მთელს მსოფლიოში. ამ დღეს სახელმწიფო ორგანიზაციები და ამ სფეროში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად აღნიშნავენ. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება უფრო ბავშვებზეა ორიენტირებული . ის მიზანად ისახავს, უფრო ავამაღლოთ ცნობიერება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქე, ამ სფეროში ჩართული ყვლა ორგანიზაცია და სახელმწიფო უწყებები, ერთობლივად შეეცადონ თავიანთი ქმედებებით შეამცირონ კატასტროფის რისკი. თქვენე იცით, რომ კატასტროფის რისკის შემცირებაზე მთავრობას აქვს სპეციალური გეგმა, სდაც სახელმწიფოს ყველა უწყების ფუნქციები გაწერილია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი