ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები  განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ავტორიზაცია შეუჩერდა,ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება.

„ სტუდნეტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთნხმება და საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მართლზომიერი. სტუდენტებს ამის არგუმეტებიც აქვთ, რომლის განხილვასაც მინისტრთან აპირებენ. სტუდენტებიი მოითხოვენ, რომ უმოკლეს ვადებში დაინიშნოს საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც პირნათლად და მართლზომიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს