ვატო შაქარიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს, ხურჩაში დადგმულ სცენაზე ავტობუსში ესროდა თავის მოსახლეობას

„ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს, ხურჩაში დადგმულ სცენაზე, ავტობუსში ესროდა თავის მოსახლეობას, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აგრესორია, მაგრამ შეცდომები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა.

შაქარიშვილის განცხადებით, მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა მაშინ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შაქარიშვილი პასუხს არ სცემს.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს, ხურჩაში დადგმულ სცენაზე, ავტობუსში ესროდა თავის მოსახლეობას. ეს ხომ ყველამ ვიცით, ეს შემდგარი ფაქტი იყო და ამ, ფაქტის უარყოფა არ შეიძლება. ასეთივე ჭეშმარიტებაა, რომ აქ 20 კილომეტრში დგას რუსის არმია. ეს არმია პირდაპირ გააცილა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის პორტიდან და სააკაშვილი, ვაშაძე და ძმანი მათი, შემოუძღვა ამ არმიას. მედიაში კადრები არსებობს, თუ როგორ უყურებდა სალომე ზურაბიშვილი დურბინდით რუსულ ტანკებს, რომელიც ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი დურბინდით უყურებდა, როგორ გადიოდა რუსული არმია ბათუმის პორტიდან - ვატო შაქარიშვილი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს