თერჯოლაში, სოფელ გოდოგანში „თამარის ხიდის“ რესტავრაცია დაიწყო

თერჯოლის სოფელ გოდოგანში საფეხმავლო ისტორიული ხიდის, ე.წ. „თამარის ხიდის“ რესტავრაცია მიმდინარეობს.

„მდინარე ჭიშურაზე არის თამარის თაღიანი ხიდი, რომელიც, როგორც წარწერა იუწყება, რესტავრირებულია 1668 წელს და უნიკალურია იმით, რომ დღესაც მოქმედია. ხიდის რესტავრაციაში ადგილობრივ სამსახურებთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც არიან ჩართული“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ თერჯოლის თვითმმართველობას იმედი აქვს, რომ განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც და უცხოელ ვიზიტორთა ინტერესი გაიზრდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ