იურიდიულმა ფირმამ "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური" იაპონია-საქართველოს ბიზნეს-კონფერენციას უმასპინძლა

2018 წლის 11 ოქტომბერს, იურიდიულმა ფირმამ „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ უმასპინძლა იაპონია-საქართველოს ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციამ თავი მოუყარა ცნობილი იაპონური და ქართული კომპანიების (Mitsubishi Corporation, Ricoh, Toshiba, JTI, Panasonic, Toyota Caucasus, ს/ს ანაკლია სითი, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს ბაზალტ ფაიბერს და სხვ.) წარმომადგენლებს.

ბიზნეს-კონფერენციაზე სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ბ-ნი ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ბ-ნი ვიქტორ ყიფიანი, იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) პარტნიორი. სიტყვით გამოსვლისას მათ ხაზი გაუსვეს იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და ისაუბრეს თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო იაპონური ინვესტიციების განსახორციელებლად. სპიკერთა შორის, ასევე, იყვნენ ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ქ-ნი ქეთი ბოჭორიშვილი, სს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ საქართველოში ბიზნესის წარმოების პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებული გამოცდილება და შეეფასებინათ საქართველოს აუთვისებელი საინვესტიციო პოტენციალი. წარმატებულმა ბიზნეს-კონფერენციამ განაპირობა ორგანიზატორების გადაწყვეტილება მსგავსი ღონისძიებების რეგულარულად და სათანადო ინსტიტუციონალურ ჩარჩოში ჩატარების შესახებ.

***

„მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD) ორ ათეულ წელზე მეტია რაც ქართული იურიდიული ბაზრის მოწინავე პოზიციაზეა და, როგორც გამოცდილი, მაღალკონკურენტუნარიანი და აღიარებული ქართული იურიდიული ფირმა, თავის გლობალურ კლიენტებსა და პარტნიორებს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

MKD-ს მაღალი რეპუტაცია განპირობებულია ფირმის კლიენტების შეფასებებით, რის საფუძველზეც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო იურიდიული ცნობარი რეგულარულად ასახელებს MKD-ს საქართველოს ყველაზე წარმატებულ იურიდიულ ფირმებს შორის.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს