კახა კალაძე - ერთმანეთში გაერკვიონ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღემდე არეულები არიან ერთმანეთში

ერთმანეთში გაერკვიონ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღემდე არეულები არიან ერთმანეთში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.

კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. "ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. ალბათ იცით ის ისტორია, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მათი პარტია. ასე რომ, ერთმანეთში გაერკვიონ, რომელი ვისი წევრია, „ევროპული საქართველოსი“ თუ ნაციონალური მოძრაობის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ერთმანეთში გაერკვიონ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დღემდე არეულები არიან ერთმანეთში - კახა კალაძე

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს