სამშენებლო კომპანია BBC-მ საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფა SAP Business One დანერგა

სამშენებლო კომპანია BBC-ში საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფა SAP Business One დაინერგა. 2018 წლის ივლისიდან კომპანიის მართვა BDO Solutions-ის მიერ სპეციალურად სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესზე მორგებული პროგრამის დახმარებით ხორციელდება.

BBC სრული დეველოპერული ციკლის მქონე კომპანიაა, რომელიც მუშაობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და ინდუსტრიული მშენებლობების მიმართულებით. BBC-ის მიზანია ხარისხთან ერთად უსაფრთხოების მიმართულებით ახალი სტანდარტების დანერგვა.

კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე მსხვილ სამშენებლო პროექტზე, მათ შორის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის მშენებლობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

მოცემული მასშტაბის პროექტზე მუშაობისთვის კომპანია BBC-ის სურდა, რომ შეემცირებინა დანაკარგები, მინიმუმამდე დაეყვანა საოპერაციო ხარვეზები და მიეღო სრულყოფილი ფინანსური და მენეჯერული ანალიტიკა, რაც BDO Solutions-თან ერთად წარმატებით დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფით შეძლო.

“SAP Business One-მა მოგვაშორა საოპერაციო „თავის ტკივილები“, საწყობისა და შესყიდვების ოპერაციების რეალურ დროში კონტროლის საშუალებით დაგვეხმარა შეგვემცირებინა მარაგების დანაკარგები და თაღლითობის რისკები. პროგრამა საშუალებას გვაძლევს პროექტების ჭრილში ვაწარმოოთ აღრიცხვა და კონტროლი. სამუშაო პროცესში დიდ დროს გვიზოგავს ის, რომ სრულად ავტომატიზირებულია ბუღალტრული აღრიცხვა. პროგრამა მორგებულია ქართულ კანონმდებლობასთან, ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალთან და ინტერნეტბანკებთან”, - გეგა ტოფაძე, კომპანია BBC-ის გენერალური დირექტორი.

SAP Business One არის მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი პროვაიდერი კომპანია SAP-ის პროდუქტი. მისი ლოკალიზაცია საქართველოსთვის SAP-ის ადგილობრივმა პარტნიორმა BDO Solutions-მა განახორციელა. სამშენებლო ინდუსტრიის მკვეთრი განვითარებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, BDO Solutions-მა უზრუნველყო პროგრამის ადაპტაცია სპეციალურად მოცემული ინდუსტრიისთვის და აქტიურად აგრძელებს მის შემდგომ განვითარებას.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს