კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მერიის ცნობით, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, გამწვანების გეგმებსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროებში კატარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისს სტუმრობთ. მზად ვართ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო ლამაზი და სხვადასხვა მიმართულებით უკეთ განვითარებული ქალაქი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე კატარის გარემოს დაცვის მინისტრი თბილისში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. მისი თქმით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქი, ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

„ძალიან მოგვწონს თბილისი, საინტერესო ქალაქია. აღფრთოვანებული ვარ თბილისის არქიტექტურით. ჩემთვის, როგორც გარემოს დაცვის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფერო. ამ მიმართულებით, აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, კატარელი ბიზნესმენები თბილისში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდებიან“, - აღნიშნა კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია