დავით ბაქრაძე -  პრეზიდენტი უნდა ასხივებდეს სტაბილურობას და საიმედოობას

პრეზიდენტის ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ასხივებდეს სტაბილურობას და საიმედოობას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ უცხოელ ბიზნესმენებთან და დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქცია ასევე უნდა იყოს ინვესტორებთან ურთიერთობა.

„პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქცია უნდა იყოს უცხოურ ბიზნესთან, ინვესტორებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს მეტი ბიზნესმენი, ჩაიდოს

მეტი ინვესტიცია და შეიქმნას სამუშაო ადგილები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის დროს გვქონდეს საშუალება შევხვდეთ უცხოურ ბიზნესს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყანა მიდის წინ, ღირს ინვესტირება და პრეზიდენტის ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ასხივებდეს სტაბილურობას, საიმედოობას",- განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს