ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სოფელ ხცისში შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიიდან აცნობეს, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი მექანიზმები გააცნო, რაც ქალის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო CEDAW კონვენციას, გაერო-ს 1325 რეზოლუციას, შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული სტერეოტიპებსა და მათი მსხვრევის აუცილებლობაზეც. შეხვედრაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინე გელაშვილი მონაწილეობდნენ. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე წლის იანვარში ხაშურთან დამეგობრებულ შვედეთის ქალაქ ჰედემორაში გენდერული თანასწორობის ტურის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს.

„შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც საინტერესო დისკუსია გამართეს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში“, –აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა