ირანის თავდაცვის მინისტრი - თუ აშშ-ს ბანდიტურ პოლიტიკას წინააღმდეგობას არ გავუწევთ, ახალი ჰიტლერების გამოჩენის მოწმეები გავხდებით

ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი მიიჩნევს, რომ საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ს პოლიტიკისთვის, თორემ სხვაგვარად ახალი ჰიტლერები გაჩნდებიან.

ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება.

„ჩვენ თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ აშშ-ს ბანდიტურ პოლიტიკას, მაშინ ახალი ჰიტლერების გამოჩენის მოწმეები გავხდებით“, - განაცხადა ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ამირ ჰათამის თქმით, „ირანმა დაამტკიცა, რომ საერთაშორისო შეთანხმებების ერთგულია, თუმცა ვაშინგტონი უკმაყოფილოა თეირანის დამოუკიდებელი პოლიტიკით და ამის გამო ირანს სანქციებს უწესებს“.

„ირანმა აჩვენა ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისკენ მისწრაფება, ხოლო ამ დროს აშშ საერთაშორისო შეთანხმებებს თელავს. მსოფლიომ საპასუხო ზომები უნდა მიიღოს მჩაგვრელების წინააღმდეგ“, - დასძინა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს