აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით „მთავრობა სარდაფში“ აქციას მართავენ

„მთავრობა სარდაფში“,- ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, აჭარაში სიმბოლურად „41 კორუმპირებული პირია, რომელიც რეგიონის ბიუჯეტს ფაროსანასავით აზის“.

შეკრებილები გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სარდაფებიდან იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივი ხარჯვა შეწყვიტონ.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც მთელი 6 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ფარული ჩანაწერები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება და ქვეყანა იმართება სარდაფებიდან. 90-იან წლებში დაბრუნდა ქვეყანა, ამიტომ 28 ოქტომბერი უნდა იყოს განაჩენის გამოტანის დღე“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქადამაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა