პროკურატურა - გამოძიების საგანია, ვინ იწერდა მირზა სუბელიანთან შეხვედრებს, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება

გამოძიების საგანია ვინ იწერდა მირზა სუბელიანთან შეხვედრებს, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.

„12 ოქტომბერს მას შეხვდა მისთვის უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. სანაცვლოდ, მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი, რომელიც მ.ს. ფიგურირებს. ეს ჩანაწერი მას გადასცეს, დაემუქრნენ და დაავალეს, რომ მომხდარიყო გავრცელება, რათა ყოფილიყო უფრო ბუნებრივი, ვინაიდან ის იყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ეს არის მისთვის უცნობი ადამიანი, ვინც გადასცა ჩანაწერი. გამოძიების საგანია ვინ იწერდა, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი