ნიკა მელია - ფარცხალაძის და სუბელიანის განცხადებები შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პროკურატურის, რადგან პროკურატურას არავინ არაფერს ეკითხება

პროკურატურა განცხადებას ვერ გაავრცელებდა, რადგან ამ ქვეყანას არ ჰყავს პროკურატურა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას არ ჰყავს არც ერთი მინისტრი და არ ჰყავს ხელისუფლება.

„ამ ქვეყანას ჰყავს მირზა სუბელიანი, მისი დაჯგუფებები, ოთარ ფარცხალაძე, მისი დაჯგუფებები. ფარცხალაძის და სუბელიანის გავრცელებული განცხადებები შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე პროკურატურის, რადგან პროკურატურას არავინ არაფერს ეკითხება. იქაც ფარცხალაძეა, სარდაფშიც ფარცხალაძეა, ამიტომ, ვითომ პროკურატურის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სრულიად მოწყდა რეალობას. იმის ნაცვლად, რომ ფაქტები გამოიძიონ, საქმე აღძრეს იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ჩანაწერები", - განაცხადა განაცხადა ნიკა მელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს