სერგი კაპანაძე ირაკლი კობახიძეს - ამომრჩეველი პასუხს გაგცემთ 28 ოქტომბერს - მაინტერესებს, „ოცნების“ წარმომადგენლები  პარლამენტის მუნდირის დაცვას თუ აპირებენ?

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში შს მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა მივიდნენ. როგორც კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შს მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა საკანონმდებლო ორგანოში ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცენ.

„აქ ხართ შეკრებელი პარლამენტის ხელმძღვანელობა. გუშინ რაც მოისმინეთ, რა შემაძრწუნებელი ინფორმაციაც მიიღო საქართველოს საზოგადოებამ, პარლამენტის როლი რაიმე მაინც უნდა იყოს? თურმე გვყავს რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ხალხს აწამებენ, პრობლემებს აგვარებენ. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქმეები თურმე ასე ყოფილა გამყარებული. თურმე, მირზა სუბელიანი წინასწარ შეთანხმებული განაჩენით ზის და იცის რამდენი ხანი იქნება და როდის გავა. თურმე მთელი იერარქიაა ამაში ჩარეული შსს-ს და პროკურატურის. საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო და თქვენ ამ დასკვნის წინააღმდეგი წახვედით. რა უნდა იყოს პარლამენტის როლი? „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაინტერესებს პარლამენტის მუნდირის დაცვას თუ აპირებენ? იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდნენ და ამბობდნენ - მირზა სუბელიანი ხომ ზის ციხეში და სამართალი დადგაო, ცოტა მაინც თუ რცხვენიათ? მესამე კითხვა მაქვს, უბრალოდ, ჩემთვის მაინტერესებს, როგორ ახსენებთ ამ კონტექსტში 9 წელს და სად ჩაჯდება 9 წელი? ალბათ ჩაჯდება, რადგან პასუხში 9 წელი, ფაშიზმი, აუცილებლად იქნება. მართლა გაგცემთ პასუხს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს. აღდგომა და ხვალეო“, - მიმართა უმრავლესობის წევრებს კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: "თუ მუქარა იქნება მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია" - ურთიერთბრალდებები პარლამენტის თავმჯდომარესა და სერგი კაპანაძეს შორის

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს