ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - ბანდიტები, სასახლეები და კრიმინალი თქვენსკენ მოიკითხეთ - საკუთარი ცოდვებიც მოიკითხე, ბატონო ნიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა, ეს სპექტაკლი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუვარდება.

„ბანდიტები, სასახლეებიც, კრიმინალიც თქვენსკენ მოიკითხეთ. საკუთარი, პირადი ცოდვებიც მოიკითხე ბატონო ნიკა გარდა გუნდის ცოდვებისა. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე, ესაა უბედურება და ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანების ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტით და ათასი უბედურებით. ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, მეორე სპექტაკლიც ჩაგივარდებათ ისევე როგორც პირველი სპექტაკლი“, - მიმართა მელიას კობახიძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გუშინდელი ჩანაწერები არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავს შეიარაღებული დაჯგუფებები, „რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კომუნიკაციაში არიან მინისტრებთან, განსაკუთრებით სუბართან, გახარიასთან“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს