ზაზა სარალიძე - მოვუწოდებ თადუმაძეს და გახარიას, სუბელიანის „გაპრავებას“, თუკი  შერჩათ ღირსება, პასუხისგებაში მისცენ მიხეილ კალანდია

მოვუწოდებ თადუმაძეს და გახარიას, თუკი შერჩათ ღირსება, უახლოეს დღეებში პასუხისგებაში მისცენ მიხეილ კალანდია. მირზა სუბელიანის „გაპრავებას“ ურჩევნიათ ეს ნაბიჯი გადადგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, სარალიძე არ გამორიცხავს, თავის დროზე ზოგიერთმა მოწმემ ჩვენება მირზა სუბელიანის მხრიდან ზეწოლის გამო შეცვალა.

„გონს მოვიდნენ და საბოლოოდ გადადგან კაცური ნაბიჯი, რა ტალახშიც არიან ამოსვრილები, ერთი ადამიანური ნაბიჯი გადადგან. კალანდიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა მტკიცებულებები, რომელსაც თვითონ მალავდნენ. ადგნენ და გამოაჩინონ ეს მტკიცებულებები. რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეს მიხეილ კალანდიამაც დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელმაც თქვა, რომ მამაჩემს გვერდითა ოთახში სცემდნენ და მეც მიპირებდნენ ცემასო, მაგრამ სამწუხაროდ, სუბელიანმა შეაცვლევინა ჩვენება და ათქმევინა ის, რაც თვითონ სურდათ. შესაძლებელია დ.ღ-მაც ამიტომ შეცვალა ჩვენებები, არაფერს გამოვრიცხავ. რასაც თავიდან ვამბობდი, ყველაფერი გამართლდა," - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს