„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების სხდომებზე „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დეპუტატებს საკითხი მისმა ავტორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

უმაღლესი საბჭოს ცნობით, კანონპროექტის მიზანია: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო განათლების, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კომიტეტებმა, ხმათა უმრავლესობით, საკითხის ბიუროს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს