სერგი კაპანაძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების საქმეს, რომელშიც მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ,  არავინ გამოიძიებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, ფარული ჩანაწერების საქმეს, რომელშიც მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, არავინ გამოიძიებს. ამის შესახებ კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა ასევე ეკა ბესელიას განცხადებას უპასუხა და მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. სერგი კაპანაძის თქმით, ჩანაწერების ავთენტურობის დადგენაზე მმართველი გუნდი მაშინ საუბრობს, როდესაც ამ ჩანაწერებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ვერ იყენებს.

„რომ ამბობთ ვერ შევაფასებთ შინაარს, ვიდრე ავთენტურობა არ დადასტურდებაო, ეგ სტანდარტი არ გამოგიყენებიათ არც ერთხელ, როდესაც თქვენ ეს გაწყობდათ. როდესაც საუბარი იყო გადატრიალების საქმეზე, როდესაც საუბარი იყო უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულ სამარცხვინო ჩანაწერებზე, ნებისმიერი ასეთი ჩანაწერი, როდესაც თავის დროზე გამოვიდა, თქვენ გამოიყენეთ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ახლა, როცა გვეუბნებით, რომ არ გაინტერესებთ შინაარსი, ვიდრე ავთენტურობა არ დადგინდება, ეს უბრალოდ არ არის გულწრფელი. შინაარსზე, რომელიც გუშინ გავრცელდა და ვიქტორ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ მართლა იყო ასეთი საუბარი, ნუთუ კითხვები არ გაქვთ? კაცი ამბობს, რომ ვაწამებდიო, კაცი ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეებში ვიღებდი მონაწილეობასო და ნუთუ ამის შეფასება არ არის მნიშვნელოვანი?!“ - განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან დეპუტატის თქმით, საქმეს, რომელშიც შსს-ს და პროკურატურის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, თავად ეს უწყებები არ გამოიძიებენ.

„დარღვევები, რომელზეც საუბარია, ჩაიდინა შსს-მ და პროკურატურამ. ვის გამოძიებას ელოდებით? რომ შსს და პროკურატურა დაწყებული ფხაკაძით დამთავრებული მთავარი პროკურორით თავის თავს გამოიძიებენ? გუშინ კაცი ამბობდა, რომ პირდაპირ ხაზზე არის მინისტრთან, მთელი იერარქია პროკურატურის ამაში იყო ჩართული და ახლა ამ ადამიანებს ეუბნებით, რომ თავისი ბრალეულობა გამოიძიოს?! არაფერი არ იქნება გამოძიებული“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია