მამუკა მდინარაძე - დიახ, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა მოვიდნენ, როგორც კი ამის მცირე საფუძველი იქნება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგი კაპანაძესა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის შეკამათება მოხდა.

დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია მირზა სუბელიანის გამოკითხვამ, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ აწარმოა. მამუკა მდინარაძემ სერგი კაპანაძეს კითხვით მიმართა, თუ ვინ აღმოაჩინა გამოკითხვისას, რომ მირზა სუბელიანი იტყუებოდა.

„რაც შეეხება სუბელიანს, სუბელიანის დაკითხვაზე გამოიკვეთა, რომ მან თქვა ერთი ტყუილი, ვინ ამხილა ის ტყუილში? ერთადერთი კრიტიკული კითხვა შევუტრიალე მე. ტყუილი მე აღმოვაჩინე მის საუბარში. როდესაც ის საუბრობდა კონკრეტულ თანამდებობის პირთან შეხვედრაზე“,- აღნიშნა მდინარაძემ.

თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ მდინარაძეს უთხრა, თუ რა შუაში იყო ეს კითხვა, თან შეახსენა, რომ დაკითხვას თავად წარმართავდა.

„ბოლომდე აგრძელებთ გაპრავებას. კი ბატონო,“ - მიმართა სერგი კაპანაძემ მამუკა მდინარაძეს.

ამასთან, მდინარაძემ სერგი კაპანაძეს მიმართა და უთხრა, რომ ის და მისი გუნდის წევრები მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები იყვნენ.

„თუ გაინტერესებთ უნდა მოვიდნენ თუ არა შს მინისტრი და მთავარი პროკურორი, დიახ, უნდა მოვიდნენ, როგორც კი ამის მცირე საფუძველი იქნება და გამოძიების შედეგებზე გვაცნობებენ პირველივე დღეებში. ახლა მინდა, ბატონო სერგი თქვენი პირველი და ბოლო კითხვა გავაერთიანო. როლი პარლამენტის იცით, რა იქნება? რაც არ იყო თქვენი იმ 9-წლიანი რეჟიმის დროს - ნოტარიურის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს. ამის გარანტიას გაძლევთ. თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს გავხდებით. ერთ დეტალზეც კი რომ კითხვა დარჩეს, ამ კითხვას ბოლომდე მივყვებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის