ირმა ინაშვილი - მზად ვარ, მირზა სუბელიანს კამერების თანდასწრებით შევხვდე, რათა არავის, არც ერთ ორგანოზე “ჟუჩოკების“ დამაგრება არ დასჭირდეს

მზად ვარ, მირზა სუბელიანს კამერების თანდასწრებით შევხვდე, რათა არავის, არც ერთ ორგანოზე “ჟუჩოკების“ დამაგრება არ დასჭირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, მისცეს თანხმობა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისა და მირზა სუბელიანთან შეხვედრის შესახებ.

“შევედით მარაზმში. საზოგადოება იღვიძებს და ითენებს, ვის სად ჰქონდა “ჟუჩოკი“ დამაგრებული. კიდევ უფრო გასამკაცრებელია კანონმდებლობა ამ კუთხით. ვთავაზობ სუბელიანს, თუ ის მზად არის, შეხვედრა ღიად, კამერების თანდასწრებით მოხდეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერი და მასში ასახული საუბრის შინაარსი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს