2018-2019 სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა - „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლიდან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისწავლიან. მათ ამის შესაძლებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე მიეცათ.

მემორანდუმის თანხმად, მხარეები ხელს უწყობენ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იტალიური ენის სწავლებით და სწავლების იტალიურ ენაზე წარმართვით.

იტალიის საელჩოს ძალისხმევით და სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა და შესაბამისად, უკვე დაიწყო იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში, მათ შორის, 13 - საჯაროსა 7 კერძო სკოლაში. იტალიის მხარემ ეს სკოლები უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, იტალიური მხარის ძალისხმევით გადამზადდნენ პედაგოგები და დამატებითი თანხები გამოიყო მათი სახელფასო ფონდისთვის.

მინისტრმა ისაუბრა ევროპული ენების სწავლების გაძლიერების მნიშვნელობასა და იტალიის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მისი თქმით, ენების შესწავლა არა მხოლოდ საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაა, არამედ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის გაცნობას, ხალხთა დამეგობრებას და ურთიერთობების განვითარებას.

ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობისა და კერძოდ, იტალიური ენის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უწყობს იტალიური ენის დამკვიდრებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს