დავით ზალკალიანი - საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

„აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალ წელს დაფუძნებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს, დღევანდელი მინისტერიალი იქნება ერთგვარი გააზრება იმისა, თუ ამ 10 წლის განმავლობაში რა გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროპაში ინტეგრაციის გზაზე,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარემო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანი დღეს დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც ძალიან სერიოზული ხელშესახები პროგრესი აქვს ამ მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკვე ხელმოწერილი აქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ასევე მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, თუმცა ქვეყანას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღრმად წავიდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგზაო რუკაზე (ROADMAP2EU), რომელიც ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის საქართველოს მომზადებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნულ შეხვედრას გამოვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ თემებზე და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული როგორც საჯარო დეკლარაციებში, ისე კონკრეტული საქმიანობითაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელშესახები შედეგების წარმოჩენის კუთხით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მომავალშიც.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს