ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, რაც საგამოძიებო ორგანოს შენობის დატოვების შემდეგ ჯაფარიძემ დაადასტურა, არის ის, რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა მირზა სუბელიანთან.

კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა მართლაც სუბელიანს რამე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ჯაფარიძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და პროკურატურის ცენტრალური შესასვლელი ავტომობილით დატოვა.

იხილეთ ვიდეო:"აინტერესებდათ ვიყავი თუ არა საპყრობილეში სუბელიანთან" - ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურამ დაკითხა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს