საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას. გიორგი ვოლსკი ასამბლეას სიტყვით მიმართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გიორგი ხატიძის სიტყვით გამოსვლა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე, რომელიც ასამბლეის პარალელურად გაიმართება.

ქართული დელეგაცია, ასევე, ორმხრივ შეხვედრას გამართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან.

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს