კიოლნის სადგურში მძევლად აყვანილი ქალი გაათავისუფლეს, თავდამსხმელი დაჭრილია

კიოლნის პოლიციამ ის მამაკაცი დააკავა, რომელმაც დღეს ქალაქის რკინიგზის სადგურზე მძევლად ქალი აიყვანა. მან, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მძევალი სადგურის შენობაში მდებარე აფთიაქში აიყვანა. პოლიციის მომლაპარაკებელმა მასთან კონტაქტის დამყარება შეძლო.

პოლიციამ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სადგურის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა. უმნიშვნელო დაზიანება მიიღო მძევლად აყვანილმა ქალბატონმა, რომელსაც სათანადო დახმარება აღმოუჩინეს.

კიოლნის სადგურზე დღეს მგზავრთა ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

იხილეთ ვიდეო: კიოლნის რკინიგზის სადგურზე მძევლად აყვანილი ქალი თავისუფალია, დამნაშავე კი დაკავებულია

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს