შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე ავტორიზაციის საბჭო ხელახლა იმსჯელებს

შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის პირველკურსელების მიღების აკრძალვის გაუქმებაზე ავტორიზაციის საბჭო ხელახლა იმსჯელებს. სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის მოთხოვნა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ხელახლა განხილვა დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭომ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

"სააპელაციო საბჭომ მიიღო სამართლიანი და ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია იქნება დასაბუთებული, სათანადო შენიშვნებით და შესაბამისი დავალებებით იქნება დაბრუნებული ავტორიზაციის საბჭოში. სააპელაციო საბჭომ ფაქტობრივად გაიზიარა ჩვენს საჩივარში მითითებული გარემოებები. არგუმენტაცია, რომლის გამოც უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით პირველკურსელების მიღება შეეზღუდა, დაუსაბუთებლად ჩაითვალა. იმედი გვაქვს ავტორიზაციის საბჭო კანონის სრული დაცვით განიხილავს ამ საკითხს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურისტმა სოსო ბარათაშვილმა.

ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელსაც სააპელაციო საბჭო გადაუგზავნის.

"კიდევ ერთი ახალი გარემოება არის ის, რომ გადაირიცხა სადაო თანხა შემოსავლების სამსახურში და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ არავითარი დაბრკოლება არ უნდა ქონდეს მომავალში შავი ზღვის უნივერსიტეტს, იმისთვის რომ მიიღოს სტუდენტები", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

თავის მხრივ უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ მათ საქმეზე დადებით გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭოც მიიღებს.

"ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ველოდებოდით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტორიზაციის საბჭო როცა საკითხს თავიდან განიხილავს, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა ძალინ დიდი მადლობა გადავუხადო სააპელაციო საბჭოს ყველა წევრს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს