მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ჩანაწერების ავთენტიკურობის დადასტურების შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან, ერთი მხრივ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ეს პირველი არ უნდა იყოს, მაგრამ, ამის შედეგი გვაქვს ის, რომ ის ციხეში ზის და პატიმრობა აქვს შეფარდებული, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ძალიან საინტერესოა ასევე და გამოძიებამ დეტალურად უნდა გასცეს პასუხი იმას, ვინ დააშანტაჟა ის ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რაში იყო საქმე, რომ ჩანაწერები ჯერ განხორციელდა და შემდეგ გამოვიდა და ეს მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელევიზიო ეთერში.

„წარმოუდგენელია ეს ყველაფერი ერთი მიზეზით, რასაც სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თურმე რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები, შეიარაღებული ბანდა, დათარეშობდა თბილისის და საქართველოს ქუჩებში, ისინი თურმე აწამებდნენ ადამიანებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყველამ ყველაფერი იცოდა, დღეს ასეთი არც აღქმაა და არც ინფორმაცია საზოგადოებაში. მსგავსი რაღაც არ არსებობს და აქედან გამომდინარე საოცრებებს ლაპარაკობს ეს კაცი. მეორე მხრივ, თუკი რაიმე დეტალთან დაკავშირებით რომელიმე კითხვის ნიშანი დარჩება საზოგადოებაში, ადამიანების აღქმაში, ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ გამოძიებამ დეტალურად შეისწავლოს, არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს