სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს - მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს ამ ქვეყანაში დანაშაულია

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში გამართული შეხვედრისას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბიდან აცნობეს, ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია.

„მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცებისთვის, ყველასთვის - არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან, ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ იმათ როგორ დავიბრუნებთ, როდის დავაბრუნებთ, რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს, როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის, რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე, რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე, როგორც არიან ევროპის სხვა ქვეყნები, ესეც მოვა, მაგრამ ეს არის დიდწილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რადგან მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი