მიტროპოლიტი ილარიონი - რუსეთის ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შეუძლებლად მიიჩნია კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან შემდგომი ევქარისტიული კავშირის გაგრძელება. „რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საკითხთა განყოფილების ხელძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა მინსკში გამართული სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის შესახებ. ეს იყო იძულებით მღებული გადაწყვეტილება. სხვა გადაწყვეტილებას ჩვენი წმინდა სინოდი ვერ მიიღებდა, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებების მთელ ლოგიკას აქეთ მივყავდით“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

როგორც ცნობილია, ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს, ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობას სრულად წყვეტს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს