ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მშობლები დაიკითხებიან

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მშობლების დაკითხვას გეგმავს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალდებულის მშობლები თავდპირველად ადვოკატის, შემდეგ კი პროკურორის შეკითხვებს უპასუხებენ.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება