საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს უმასპინძლებს

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს. ინფორმაციას განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები(სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები,დეპარტამენტების ხელმძღვანელები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

თბილისის მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი:

სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა, სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს